„რომ შეკრიბოთ მსოფლიოში რაც პრეზიდენტებია, თუ აქვთ დადებული იმდენი ვეტო, რაც ერთმა მარგველაშვილმა მოახერხა?“

რომ შეკრიბოთ მსოფლიოში რაც პრეზიდენტებია, თუ აქვთ დადებული იმდენი ვეტო, რაც ერთმა მარგველაშვილმა მოახერხა? – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ხელისუფლება რომ ოპოზიციის და პრეზიდენტის გეგმით წასულიყო, ახალი კონსტიტუცია ვერასდროს იქნებოდა მიღებული.

„იმ კონსტიტუციაში, რომელიც 2010 წელს მიიღეს და რომელსაც იმ 20 პარტიიდან 15-მა დაუჭირა მხარი, საზიზღრობა ეწერა, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა უფლება პარლამენტის გარეშე მიეღო კანონი. ეს ჩვენ შევცვალეთ წინა მოწვევის პარლამენტში. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ კონსტიტუციაზე იმუშავა და განსაკუთრებული მადლობა ირაკლის, რადგან მისი შრომა არის ლომის წილი ამაში. ჩვენ მეოთხე მოსმენასაც დავძლევთ და ვეტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა – კაცო, ამდენი ვეტო მსოფლიოში რაც პრეზიდენტებია რომ შევკრიბოთ, თუ აქვთ დადებული ჯამში ამ წლის განმავლობაში, რაც ერთმა მარგველაშვილმა მოახერხა? ძალიან ცუდი ამბავია”, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები