პარლამენტმა ვეტო დაძლია – საქართველოს ახალი კონსტიტუაცია აქვს

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, 117 ხმით, 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო დაძლია.
გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა, ძალაში ის რეგულაციები შევა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ კენჭი 26 სექტემბერს უყარა და ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, რომლის გათვალისწინებით, ქვეყანაში პროპორციული სისტემა 2024 წელს ამოქმედდება, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ერთჯერადად სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.
ამას გარდა, ცვლილებებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, ხოლო შემდეგ პრეზიდენტს 300 ხმოსანი აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები