სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს თანამემამულეებს კარი დაუხუროს

დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, როდესაც პრეზიდენტის ვეტო იქნება დაძლეული, მივიღებთ კონსტიტუციას, რომლის 32-ე მუხლის მეორე ნაწილში ეწერება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები, წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები, რომელიც ორგანული კანონით განისაზღვრება.
ეს მუხლი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ ლიბერალური დამოკიდებულებისკენ, სადაც აღარ იქნება ის აკრძალვა, რომელიც ჩვენი უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის ნიშნავდა იმას, რომ თუ ისინი მიიღებდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ისინი კარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს არის ამ კონსტიტუციის ძალიან დიდი პროგრესი. ამ დროს, როდესაც ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას 1 სექტემბრიდან პრეზიდენტი ცვლის პოლიტიკას, ამკაცრებს, თავისი ადმინისტრაციის განცხადებით, უარს ამბობს მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კომისიისგან რეკომენდაცია არის დადებითი, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანები არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, დაბადებულნი საქართველოში, ეს არის აღმაშფოთებელი. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უარყოფს კონსტიტუციას, არ არის მისი გარანტორი, ეს ნიშნავს, რომ მას არ აღელვებს ჩვენი საზღვრებს გარეთ მყოფი თანამემამულეების ბედი.
ამ შემთხვევაში არ არის მოტივირება, არც კონსულტაცია, არც დიალოგი, სიტყვები, რომელიც ძალიან მოსწონს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა თვითნებურად გადაწყვიტა, რომ დაუხუროს კარი ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში, იმ დროს, როდესაც კონსტიტუცია მიდის საწინააღმდეგო მიმართულებით და ორგანული კანონით ჯერ არ არის მიღებული“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები