შიო ხეცურიანი მწვრთნელებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი ქართველ მწვრთნელებს შეხვდა.
შეხვედრას ქართულ საკალათბურთო სამყაროში მომუშავე ბევრი სპეციალისტი დაესწრო. ისევე, როგორც სხვა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ხეცურიანმა სტუმრებს კალათბურთის განვითარების 10 – წლიანი პროგრამა გააცნო.

„საინტერესო პროგრამაა, რომელიც პრეზიდენტად შიო ხეცურიანის არჩევის შემთხვევაში, ქართულ კალათბურთს სწორი მიმართულებით წაიყვანს. არსებული პრობლემები კარგი მენეჯმენტით უნდა მოგვარდეს. მჯერა, რომ ეს გუნდი ამ პრობლემებს მოაგვარებს“, – განაცხადა „მგზავრების“ მთავარმა მწვრთნელმა, ბუბა ბერიშვილი. პროგრამა დადებითად შეაფასა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, „ქუთაისის“, მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმაც.

„ამ პროგრამაში ბევრი საინტერესო ნიუანსია. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ქართული კალათბურთი პროგრესირებდეს. შიოს პროგრამაში ეს პროგრესი ჩანს“, – აღნიშნა კოტე ტუღუშმა.

შიო ხეცურიანის თქმით, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. „ვაგრძელებთ ქართულ კალათბურთში ჩართულ ადამიანებთან შეხვედრას და მათთვის 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის გაცნობას. დღევანდელმა შეხვედრამ, მოლოდინისამებრ, საინტერესოდ ჩაიარა. ვიმსჯელეთ სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, ბავშვთა კალათბურთის და ასაკობრივი ჩემპიონატების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე“, -აღნიშნა შიო ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები