ზაქარია ქუცნაშვილი: რადგან პარლამენტის წევრის ხარ, ამის გამო ან კაცებს უნდა გადააძვრე თავზე, ან ტრიბუნაზე უნდა მივარდე?

“ქართული ოცნების” წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გუშინ საკრებულოს წინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას, განაცხადა, რომ კაცებზე გადაძვრომა და მიკროფონის გამოგლეჯვა ​პარლამენტის წევრის შესაფერისი საქციელი არაა.

მისივე თქმით, პარლამენტის წევრს დაუბრკოლებლად ყველგან შესვლის უფლება აქვს, მაგრამ მას საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის უფლება არ აქვს.

“როცა ის პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს იმ სხდომაში მონაწილეობას, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც საკრებულოში ფრაქცია ჰყავს, ლოგიკური შეკითხვა ისმის, შენს ფრაქციას არ ენდობი? შენი ფრაქცია ვერ დასვამს შეკითხვებს, რომელიც შენ გაინტერესებს? თუ მიგაჩნია, რომ რადგან კანდიდატი ხარ, ამის გამო ან კაცებს უნდა გადააძვრე თავზე, ან ტრიბუნაზე უნდა მივარდე და წამყვანს მიკროფონი გამოსტაცო. თუ ეს პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ ფრაქციას არ ენდობა განაცხადოს, რომ “ ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ფრაქციას არ ენდობა. კაცებზე გადაძრომა და მიკროფონის გამოგლეჯვა არამგონია, პარლამენტის წევრის შესაფერისი საქციელი იყოს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები