პაატა იმნაძე: ზამთარში ფაროსანას გავრცელების საშიშროება არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ფაროსანა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მწერის არსებობა სეზონურია.

„ფაროსანა ადამიანის სიცოცხლისთვის, საშიში არ არის. მას არ გადააქვს დაავადებები. ერთადერთი, რაც შეიძლება მან გვავნოს ეს არის ალერგია ანუ შეიძლება ვიღაცას ფაროსანაზე ჰქონდეს ალერგია. მაგრამ, ეს შეიძლება ჰქონდეს არამხოლოდ ფაროსანაზე, არამედ ნებისმიერ სხვა მწერზეც რაც კი ბუნებაში არსებობს. ფაროსანას არც კბენა არ ახასიათებს. ეს მწერი ახლა იძინებს, შედის თბილ ადგილებში. ზამთარში რაც მეტს გავანადგურებთ იმის გარანტიაა, რომ გაზაფხულზე ცოტა იქნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ზამთარში მწერის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები