გიორგი კახიანი: ის, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს ვეტოს სახით, ვენეციის კომისიის დასკვნებთან წინააღმდეგობაშიც კი მოდის

სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის დასკვნებთან წინააღმდეგობაშიც კი მოდის ის, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს ვეტოს სახით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე უპრეცედენტოდ პოზიტიური დასკვნა წარმოადგინა.

„სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის დასკვნებთან წინააღმდეგობაშიც კი მოდის ის, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს ვეტოს სახით, მაგალითად, პრეზიდენტის ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც ეხება პრეზიდენტის პირდაპირი თუ ირიბი გზით არჩევის წესს. ვენეციის კომისიის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ იმ მოდელის პირობებში, როგორშიც დღეს საქართველოა და რა მიმართულებითაც ჩვენ ვაძლიერებთ მმართველობის სისტემის საფუძვლებს, სრულიად შეუსაბამოა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტი მაინც ითხოვს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდეს, ამას გარდა, არის მრავალი საკითხი, რომლებზეც ჩვენი და ვენეციის კომისიის პოზიციები სრულიად შესაბამისობაშია. ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტის და 20 პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული პროექტი სრულად ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის შეფასებებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები