დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განსახილველი საკითხები საჯარო არ არის. პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები მხოლოდ მღვდელმთავრებისთვის არის ცნობილი. სხდომა 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
წმინდა სინოდის სხდომას საქართველოს პატრიარქი უხელმძღვანელებს. სინოდის სხდომა წელს მეორედ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები