ბიძინა გიორგობიანი ალეკო ელისაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან კიდევ ერთხელ წარუდგინა საზოგადოებას გიორგობიანის ყოფილი თანამშრომელი საკუთრი „გუნდის” წევრად, ამჯერად როგორც თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის ავტორად.
ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, ეს ქალბატონი არ გახლავთ ამ სტრატეგიის ავტორი, ავტორია მერიის გარემოს დაცვის სამსახური, სადაც სპეციალისტად მიიღეს იგი.
„ალიკა ელისაშვილს გუშინ რ2 ეთერით, საკუთრი „გუნდის” წევრად, კიდევ ერთხელ წარუდგენია ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ამჯერად როგორც თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის ავტორად. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს საწყალი ქალბატონი არ გახლავთ ამ სტრატეგიის ავტორი. ავტორია მერიის გარემოს დაცვის სამსახური, სადაც სპეციალისტად მივიღეთ იგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ 2013 წელს მუშაობა დავიწყე სატყეო სააგენტოს უფროსად, სადაც შეიქმნა საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია, ხოლო 2015 წელს მერიის გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსად, მაგრამ მე, როგორც ამ კონცეფციების შემუშავების პერიოდში – სამსახურების უფროსს, არასოდეს მიკადრია საკუთარი თავისათვის მიმეწერა ან ერთი ან მეორე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. უბრალოდ, ვთვლიდი რომ ასე უნდა მუშაობდეს ესა თუ ის სახელმწიფო უწყება, ყოველდღიურობა სტრატეგიული დოკუმენტით უნდა იყოს განსაზღვრული. საერთო ჯამში, საკრებულო – ქალაქის პარლამენტია და ელისაშვილი, როგორც მისი დეპუტატი სირცხვილით არც უნდა ამბობდეს რომელიმე სამსახურმა სტრატეგია წარმოადგინაო, რადგან სწორედ ამ საქმისათვის იღებენ დეპუტატები ხელფასს და აქვთ ბიუროების შენახვის ბიუჯეტი, რათა განსაზღვრავდნენ სამსახურების მოქმედების სტრატეგიას, ქმნიდნენ რეგულაციებს და არა ქოსატყუილობით ირჩენდნენ თავს. რაც შეეხება ნატო კირვალიძეს, მე მას ძალიან შორეული წარსულიდან ვიცნობ, საკუთარ წარსულს ვცემ პატივს და არაფერს ვიტყვი…”, – წერს ბიძინა გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები