კახა კალაძემ ალეკო ელისაშვილს “ყმაწვილი” უწოდა (ვიდეო)

“5 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე 163 შეხვედრა მაქვს ჩატარებული, ამ ყმაწვილს კი აქვს 7 შეხვედრა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამომრჩევლისადმი”, – ამ სიტყვებით “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალექსანდრე ელისაშვილს მიმართა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში თბილისის მერობის კანდიდატების დებატები, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ამომრჩევლის პირისპირ” გაიმართა.

“ალექსანდრე ელისაშვილი საუბრობდა, რომ მე თითქოს ბილბორდებიდან ვესაუბრები ამომრჩეველს, მე მინდა წარმოგიდგინოთ “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებული შედეგები, თუ ვის რამდენი შეხვედრა ჰქონდა მოსახლობასთან. მე ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 6-7 შეხვედრა მაქვს, ვხვდები ჩვენი ქალაქის ამომრჩეველს, 163 შეხვედრა გვაქვს 5 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე, ამ ყმაწვილს ჩატარებული აქვს 7 შეხვედრა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამომრჩევლისადმი. ჩვენ დავდივართ უბან-უბან ყველა რაიონში, გვინდა შევიდეთ ყველა უბანში და მაქსიმალურად ავუხსნათ თითოეულ ადამიანს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რა პრობლემებია და როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას”, -განაცხადა კახა კალაძემ, რაზეც ელისაშვილმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები