ალეკო ელისაშვილი: პარკინგს ვერ განვავითარებთ თუ არ გავაძევეთ “სითი პარკი” ამ ქალაქიდან
პარკინგს ჩვენ ვერ განვავითარებთ, სანამ დედაქალაქში გვყავს “სითი პარკი”, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამართული დებატებისას განაცხადა.
“პარკინგი უნდა მოვაგვაროთ პირველ რიგში. ჩვენ პარკინგს ვერ განვავითარებთ თუ არ გავაძევეთ “სითი პარკი” ამ ქალაქიდან. ის “სითი პარკი”, რომელიც წინა ხელისუფლებამ გვაჩუქა და თავზე ხელს უსმევს “ქართული ოცნება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.