საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

9-10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ინიციატივით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონფერენცია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის და უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან ორმოცი წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციის პროგრამა

09.10. 2017   10: 00 სთ.
პლენარული სხდომა

მისალმება – მიხეილ წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის
გენერალური დირექტორის მოადგილე;
შესავალი სიტყვა – არქიმანდრიტი სერაფიმე, სვეტიცხოვლის ტაძრის
წინამძღვრის მოადგილე;
„სვეტიცხოველი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“
– სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია
პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
„მცხეთის საპატრიარქო ტაძრის, სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრების
ისტორიისათვის“ – დიმიტრი თუმანიშვილი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის
ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული
ცენტრის მთავარი მეცნიერთანამშრომელი;
„სვეტიცხოვლის სკოლის სამგალობლო ტრადიციები ფილიმონ კარბელაშვილის
შემოქმედებაში“ – მონაზონი ნინო (სამხარაძე), სამთავროს დედათა მონასტერი;
ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
სტუდენტი.

09.10.2017  13: 00 სთ.

„სვეტიცხოველი ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში“ – მზია სურგულაძე,
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;

„წმიდა მირიან მეფის სამოთხე“ – იულონ გაგოშიძე, საქართველოს ეროვნული
მუზეუმი;
„სვეტიცხოვლის მრავალთა წმიდათა სანაწილე ხატი საქართველოს ეროვნულ
მუზეუმში“ – ნანა ბურჭულაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
„ნაქარგობის ნიმუშები სვეტიცხოვლიდან“ – გულნაზი ბარათაშვილი,
საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
„ეკლესიის დაფუძნების სცენა ცხოველმყოფელი სვეტის მოხატულობაში“ –
ნელი ჩაკვეტაძე, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი.

10.10.2017  10:00 სთ.

„სვეტიცხოვლის ტაძრისა და ეზოს კვლევა-ძიება გეოფიზიკური მეთოდებით“ –
მანანა კაჭახიძე, ნინო გოგუაძე, ნინო კაჭახიძე-მერფი, მამუკა ჯახუტაშვილი,
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული
უნივერსიტეტი;
„მცველნი სვეტიცხოვლისანი (გედევანიანთ გვარის ისტორიისათვის)“ –
ეკატერინე გედევანიშვილი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული
ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი;

„ნიკოლოზ გულაბერისძის სვეტიცხოვლის საკითხავი და ქართული დარბაზი“ –
სამსონ ლეჟავა, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი;

„წმიდა დედაქალაქი მცხეთა-მეორე იერუსალიმი“ – ქეთევან აბაშიძე,
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა
დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი;
„ნათლის მეტყველებისათვის ნიკოლოზ გულაბერისძის სვეტიცხოვლის
საკითხავის მიხედვით“ –ნანა ჩარკვიანი, თბილისის სასულიერო აკადემია და
სემინარია.

10.10.2017   13:00 სთ.

„სვეტიცხოვლის მთავარი ხატი, „ძველი დღეთა“-„ახალი აღთქმის სამება“ –
ნინო ჩიხლაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
„ადრეული მოხატულობის ფრაგმენტი სვეტიცხოველში“ – ზაზა სხირტლაძე,
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

„დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო“ – მაკა-მარიამ ჩხაიძე, თბილისის
სასულიერო აკადემია და სემინარია;

„კვართი და სვეტიცხოველი ქართველთა რელიგიურ თვითშეგნებაში“ – ნინო
ღამბაშიძე, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი;

„სვეტიცხოველი-სიცოცხლის ხე“ – ასმათ ოქროპირიძე, გ. ჩუბინაშვილის
სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული
ცენტრი.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ა, ფურცელაძის ქ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები