შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ესტუმრა
ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა. სტუდენტებთან შეხვედრის თემა ”Gruzija-დან Georgia-მდე – ლიტვა & საქართველოს ურთიერთობები” იყო. ელჩმა საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებაზე, ევროკავშირსა და გლობალურ საერთაშორისო სისტემაში თავის დამკვიდრებაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ლიტვის წარმომადგენლობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოსადმი მხარდაჭერას ყოველთვის ღიად გამოხატავს.
როგორც ელჩმა დასძინა, საქართველო-ლიტვას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება.
სტუდენტებს დიპლომატისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ. შეხვედრის პარალელურად, ტელეკომპანია ”იბერიისთვის” სატელევიზიო გადაცემაც მომზადდა.
R