ჯანდაცვის მინისტრი შვედ ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შეხვედრა გამართა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორებთან, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში საჩხერესა და ხარაგაულში სმენის სკრინინგს ატარებდნენ.
პროქტში მონაწილება 2000-მდე ადამიანმა მიიღო. მათ, კი ვისაც სმენის პრობლემები აღმოაჩნდათ, სასმენი აპარატები სრულიად უფასოდ გადაეცათ.
შვედმა ექიმებმა, დავით სერგეენკოს ის რეკომენდაციები და შედეგები გააცნეს რაც რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად გამოვლინდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები