გერმანიის საელჩომ გერმანიის გაერთიანების 27 წლის იუბილე საზეიმო მიღებით აღნიშნა (ფოტოკოლაჟი)
გერმანიის საელჩომ გერმანიის დაყოფის დასრულება და ქვეყნის გაერთიანება თავის ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საზეიმო მიღებაზე აღნიშნა. გაერთიანების 27 წლის იუბილე გერმანიისა და საქართველოსათვის განსაკუთრებულ წელს აღინიშნება.
ორივე ქვეყანა მათი ურთიერთობის მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებს ზეიმობს: 200 წლის წინ პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას საქართველოში და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს.
მისასალმებელ სიტყვაში გერმანიის ელჩმა, ჰაიკე ფაიჩმა ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ შეახსენა სტუმრებს ამ წლის მრავალფეროვანი პროგრამის შესახებ ორივე ქვეყანაში. მიწვეულ საზოგადოებას საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.
საღამოს მუსიკალური განწყობისათვის ზრუნავდა ახალგაზრდული გუნდი თუთარჩელა, რომელიც წელს სპეციალური პროექტის ფარგლებში გერმანიის საელჩოსგან იღებს დაფინანსებას.











