ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-ს 5 თანამშრომელი ავარიაში მოყვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი ავარიაში მოყვა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა.
ხუთივე დაშავებული პოლიციელი ადგილობრივ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც ოსი პოლიციელები გადაადგილდებოდნენ, გზიდან გადავარდა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულები ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მათ გადაუდებელი ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარეს. დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა და ისინი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.