თბილისს მოსკოვის სახელმწიფო ცირკი „ძმები ზაპაშნები​“, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით–UFO, ეწვევა

11 ნოემბერს თბილისის მოსახლეობას ჯერ არნახული შოუ ელის სპორტის სასახლეში, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პროექტის მენეჯერმა, პორტალ „კვირას” კომერციულმა დირექტორმა, ანა ჩანგიანმა განაცხადა. ​ჩანგიანმა იმ წარმოდგენაზე ისაუბრა, რასაც მოსკოვის ცირკი ქართველ მაყურებელს წარუდგენს.
„თბილისის მოსახლეობას ძალიან საინტერესო შოუ ელის, ეს იქნება მხოლოდ ერთი დღით. ეს გახლავთ შოუ -პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაინერგა ძმები ზაპაშნების მიერ, ეს არის არნახული ვიდეო, აუდიო და ლაზერული ეფექტებით გაკეთებული შოუ, მისტიურ სამყაროზე. შოუში მონაწილეობას იღებს 90 არტისტი. საგულისხმოა, რომ ამ დასში არიან სხვადასხვა ქვეყნის მსახიობები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის მხარდამჭერებს, მათ შორის საინფორმაციო პორტალ „კვირას” ჩვენ ჩვენი მიმართვა უკვე წარვუდგინეთ ბიზნესმენებს და ვთხოვეთ შეიძინონ ბილეთები და შოუზე დასწრების საშუალება მისცენ სოციალურად დაუცველ პირებს”, – განაცხადა ანა ჩანგიანმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
წარმოდგენაზე ვრცლად ისაუბრა შოუს ხელმძღვანელმა ასკოლდ ზაპაშნმა. ის ქართველ მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.
„მე არ მინდა ვხედავდე სადმე საბჭოთა ცირკის ანალოგს. შოუ პირველად თვალის მიერ უნდა იყოს აღსაქმელი, მე მაყურებელს ვპირდები, რომ ამ წარმოდგენაზე დიდხანს ისაუბრებენ. ჩვენ ეს პროგრამა ვაჩვენეთ ევროპის ბევრ ქვეყანას. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორი აპლოდისმენტებით გვხვდებოდნენ ათიათასობით მაყურებლიან დარბაზებში. აქ არის ისტორია, რომელიც არაა რთული. ეს ისტორია გასაგებია როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. აქ საუბარია უცხო პლანეტელებზე. ყველა მოქმედება ხდება უცხო პლანეტელების ხომალდზე. ჩვენ ვაძლევთ ყველა რანგის მაყურებელს თვითონ წარმოიდგინონ რა ხდება სცენარში. ეს არის გასართობი შოუ, სადაც იუმორი პირველ ადგილზე დგას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს შოუ არის ცხოველების გარეშე, ეს დასაწყისია და არა ერთჯერადი წარმოდგენა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ამ შოუთი და არ გაგვერთულებინა გასტროლი, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ ამ რეგიონის მაყურებელს”,-განაცხადა ასკოლდ ზაპაშნმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასკოლთ ზაპრეშნის ინფორმაცით, წარმოდგენის მთავარი გმირია „რუდოლფი” რომელიც გრიმში იქნება და მისი გამოცნობა მაყურებლისთვის შეუძლებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები