მსოფლიო პრემიერა – გია ყანჩელის ნაწარმოები „დედა ენა“ შესრულდება

17 ოქტომბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში  მსოფლიო პრემიერა,   გია ყანჩელის ნაწარმოები „დედა ენა” ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისათვის, გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მსოფლიო პრემიერა საერთაშორისო აღიარების მუსიკოსის პაველ ვერნიკოვის (ვიოლინო) შესრულებით გაიმართება. ასევე, ამავე კონცერტზე შესრულდება ლეგენდარული კომპოზიტორის ნაწარმოები 2 ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის – EX CONTRARIO.
კონცერტში მონაწილეობენ: პაველ ვერნიკოვი (ვიოლინო), სვეტლანა მაკაროვა (ვიოლინო), გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული ბავშვთა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. სადირიჟორო პულტთან – ნიკოლოზ რაჭველი.
პრემიერას წარმოადგენენ: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ-არტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები