აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს – „განდაგანას“ უმასპინძლებს

6-7 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს – „განდაგანას“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებით და სამზარეულოთი. სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ, აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.
ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით, თუ რისი ნახვაა შესაძლებელი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას. მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

პროგრამა:

6 ოქტომბერი

16:00 აჭარული სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
16:30 მასტერკლასები და აქტივობები – ჩურჩხელების ამოვლება, ჭაჭის გამოხდა
17:00 ფოლკლორ შოუ:
უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბერმუხა” – ხულო
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები” – შუახევი
ქართული ხალხური საბრძოლო ხელოვნება – ჯგუფი ,,შავფაროსნები”
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ქობულეთი” და ფოლკლორული ანსამბლი
,,ელესა” – ქობულეთი, ქედა
19:15 ცეკვის მასტერკლასი
19:45 კულინარიული მასტერკლასი
20:30 ფოლკ ბენდი ,,მაჭახელა”
21:30 ბენდი ,,ლურჯი იალქანი”

7 ოქტომბერი

16:00 აჭარული სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
16:30 მასტერკლასები და აქტივობები – ჩურჩხელების ამოვლება, ჭაჭის გამოხდა,
შეჯიბრება შეშის დაჩეხვაში
16:30 ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მაჭახელა” და ფოლკლორული ანსამბლი
,,ათძალი” – ხელვაჩაური
17:15 კულინარიული მასტერკლასი
17:30 აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი”
18::00 დღის მთავარი აქტივობა – საწნახელში ყურძნის დაწურვა
18:30 ენვერ ხაბაძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ბათუმი”
20:30 ჯგუფი ,,ფრანი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები