სოფლის მეურნეობის დარგში ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების ოდენობა ორჯერ გაიზარდა

სოფლის მეურნეობის სფეროში ფიქსირებული აქტივების შესაძენად გაწეული ინვესტიციების ოდენობა 2016 წელს საგრძნობლად გაიზარდა და, საქსტატის მონაცემებით, 180 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ როცა, 2015 წელს ინვესტიციების ოდენობა 80 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2014 წელს 110 მილიონ ლარს აჭარბებდა. შესაბამისად, გასული წლის მონაცემები 2-ჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს სურსათის და სასმელების წარმოების სექტორში 18%-ითაა გაზრდილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი, რაც დარგში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებულ ინდიკატორს წარმოადგენს. ასევე 30%-ით არის გაზრდილი ინვესტიციები სურსათისა და სასმელების წარმოების მიმართულებით, რაც მომავალში დარგის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები