რუსთავში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა

რუსთავში, XIX მიკრო-რაიონში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა 12 -წლამდე ასაკის გოგონა სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა და მასზე იძალადა.
მამაკაცი ადგილიდან იმ დროს მიიმალა, როდესაც ბავშვის ყვირილის ხმაზე მეზობლები გარეთ გავიდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები