ზვიად კვაჭანტირაძე, სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანელ სტუმრებს შეხვდნენ

ზვიად კვაჭანტირაძე, სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მყოფ გერმანულ ორგანიზაცია Ost trifft West-West trifft Ost e.V.-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქართულ-გერმანული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილეს. სტუმრები საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მარტო პოლიტიკურ ასპექტში, არამედ სხვადასხვა პროფესიულ დონეზეც.

„ჩვენი მხარე ყოველთვის მიესალმება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გასაღრმავებლად გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები