4 ოქტომბერი

 

10:30 საათზე – ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და გაასაჯაროებს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქალაქ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს ცხოველების დახოცვას.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

11:00 საათზე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

11:30 საათზე – ახალგაზრდა ადვოკატების იურისტი, ია გოგნაძე პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის მერობის არცერთ კანდიდატს სამართლიანობის აღდგენის სისტემურ დანაშაულებზე, სადაც მერია მხარეა, პოზიცია არ გააჩნია.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

 

11 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning Plus-ის საერთაშორისო სემინარი, რომელშიც ევროპის ქვეყნების განათლების სპეციალისტები და მასწავლებლები მონაწილეობენ. ღონისძიებას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

 08.40 საათზე, თბილისში, სასტუმრო „იოტაში” ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრი  გიორგი გახარია და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო გახსნიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები