ქობულეთში სტიქიამ ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

გადაუღებელმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. ქობულეთში მდინარე აჭყო კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე ქუჩა დატბორა.
დაზარალდა სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. გელაურის დასახლება და რუსთაველის ქუჩის ნაწილი. წყალი სახლების პირველ სართულებზე შევიდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხები გაუმართავია და ქუჩები ყოველი წვიმის დროს იტბორება, თუმცა გამგებელი ამბობს, რომ არხები გაწმენდილია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები