„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია რიყეზე

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეს, “ვარდისფერ ოქტომბერს” თბილისის მერიის სკრინინ ცენტრიც უერთდება. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დღეს, 9:00 საათიდან, რიყის პარკში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და “თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით, ვარდისფერი ყვავილები დაირგო. ნარგავებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო შეიქმნა. ყვავილების დარგვის აქციაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილებოდნენ.
როგორც ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგმა ეკატერინე შველიძემ განაცხადა, ამ აქტივობების მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დაავადებისადმი.
“ოქტომბრის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო აქციები ჩატარდება. ძუძუს კიბოთი შესაძლოა ყოველი ჩვენგანის ახლობელი იყოს დაავადებული, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ფართოდ ინფორმირება”, – განაცხადა ეკატერინე შველიძემ. აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ნაწილია. ღონისძიებების ფარგლებში წუხელ, 1 ოქტომბერს, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.







კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები