თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სარემონტო სამუშაოებია. კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის და ღოღობერიძის ქუჩის მცხოვრებლებს;
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს;
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) ლამისყანის, წერონისის, სამღერეთის, ჟღენტის, ზედამზის, მაჩხაანის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ხერთვისის, ანაპის 414 დივიზიის, ვანათის, ღრმაღელის, მუხრანის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, დოესის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ნოსირის, კასპის, კობარეთის, ზურაბიშვილის და უბილავას ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები