ტრაგიკული შემთხვევა მცხეთაში – „ვიტ-ჯორჯიასა“ და “ზუგდიდის“ მატჩის დაწყების წინ მეკარე გარდაიცვალა

მცხეთაში, საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიასა“ და “ზუგდიდს“ შორის თამაშის დაწყების წინ, „ზუგდიდის“ მეკარე 31 წლის შოთა მამინაშვილი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, გასახურებლად მინდორზე გასული მეკარე შეუძლოდ გახდა ,ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. „ვიტ ჯორჯიასა“ და “ზუგდიდს“ შორის მატჩი პროფესიონალური ლიგის ფარგლებში იმართებოდა.
შოთა მამინაშვილი ბათუმის “დინამოს” ყოფილი მეკარის და ამჟამინდელი მწვრთნელის შვილია. ფეხბურთელს ორი შვილი და მეუღლე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები