ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში, წირვის შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა, ამ დღეს, დილის 10.00 საათიდან 15:00 საათამდე, ადამიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დაეხმარონ გაჭირვებულთ და სიკეთე გააკეთონ ქვეყნისთვის.
”ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანთა შორის იყოს კონფლიქტი. ადამიანთა შორის უნდა იყოს მშვიდობა. ჯერ გადავწყვიტეთ ასეთი დღე ყოფილიყო ხუთშაბათი, მაგრამ ეს შეიცვალა, რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღეა და ხალხი სამუშაოს არ უნდა მოვწყვიტოთ. ამიტომ შაბათ დღეს გადავიტანეთ. ამ დღეს, დილის 10.00 საათზე, დაიწყება შეკრება, 12.00 საათზე იქნება სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ ისევ თანადგომა, საუბრები და საქმიანობა ადამიანთა შორის – 15:00 საათამდე”, – აღნიშნა ილია მეორემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები