ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებები იმართება

1-2 ოქტომბერს, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდება. აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ნაწილია და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და “თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით ხორციელდება.
ამასთან, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ხვალ, 2 ოქტომბერს, 9:00 საათიდან, რიყის პარკში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და “თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით, ვარდისფერი ყვავილები დაირგვება და ნარგავებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები