ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, სოფელ დიღმის, თელოვნის, ძველი ვეძისის და დიდგორის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან “ქართული ოცნების” გუნდის პროგრამულ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, ადგილზე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, რომელიც ძირითადად, შიდა გზებისა და საკომუნიკაციო სისტემების მოწესრიგების, ტრანსპორტის დამატების, სკვერების მოწყობისა და მიწის დაკანონების საკითხებს უკავშირდება.
,,ჩემი სამომავლო ნაბიჯები გადადგმული იქნება იქით, რომ თქვენთან ერთად გაკეთებული ყველა საქმე, თქვენივე კეთილდღეობაზე იყოს ორიენტირებული”,– განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები