როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

 

უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს – 1-ელ ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოში, წინა დღეებთან შედარებით, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 18-23 გრადუსი იქნება.
2–3 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ჩრდილო-მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს – აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით – 11დან–16 გრადუსამდე იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში – დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15–20 გრადუსს მიაღწევს. ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები