დღეს “ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლის პრეზენტაცია გაიმართება
თბილისის ისტორიის მუზეუმში, დღეს, 17:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო რგოლის პრეზენტაცია გაიმართება.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.