მთაწმინდის პარკში მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი” „ჯანმრთელობის ფესტივალს“ გამართავს

“მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი”, მთაწმინდის პარკში 30 სექტემბერსა და 1-ოქტომბერს რიგით მეორე „ჯანმრთელობის ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალის ოფიციალური გახსნა 30 სექტემბერს, 14:00 საათზე შედგება”, -ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ. მათივე ცნობით, მსურველებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ექიმებისგან უფასო კონსულტაციები მიიღონ და უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ.
“სოციალურ პროექტში მონაწილეობას საქართველოს წამყვანი სამედიცინო კლინიკები მიიღებენ. კლინიკების წარმომადგენლები საზოგადოებას საკუთარ მიღწევებსა და სიახლეებს გააცნობენ. მსურველებს საშუალება მიეცემათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ექიმებისგან მიიღონ უფასო კონსულტაციები და ჩაიტარონ უფასო გამოკვლევები. მოხალისეებს შეეძლებათ, გაიღონ სისხლი. „ჯანმრთელობის ფესტივალის“ ორგანიზატორები არიან მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი” და „მთაწმინდის პარკი“, – ნათქვამია განცხადებაში. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია . ფესტივალს ჯანდაცვის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია. პროგრამა: მისალმება. წამყვანი მიესალმება და გააცნობს სტუმრებს მოსვლის მიზეზს, წარადგენს “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტს, ბატონ მალხაზ გულაშვილს; ოფიციალურად გაიხსნება ღონისძიება; წამყვანი წარადგენს მერიის ჯანდაცვის ხელმძღვანელს; სიტყვით გამოდის წარმომადგენელი; წამყვანი წარადგენს ჯანდაცვის წარმომადგენელს; წამყვანი გამოაცხადებს სამედიცინო კომპანიების ჩამონათვალს, მოკლედ ახსნის, თუ რომელი კლინიკა რა პროცედურას ჩაატარებს, ასევე, მოუწოდებს მოხალისეებს სისხლის ჩაბარებისკენ. დასკვნით ნაწილში მონაწილე კომპანიას ეძლევა 2-წუთიანი პრეზენტაციის საშუალება.
ღონისძიებას ოფიციალურად აფორმებს ბენდი “Old Fashioned Band”. მონაწილე სამედიცინო კომპანიები: ჩაფიძის კლინიკა; ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი; ენ ქირონი; ჯანმრთელობის სახლი; ამტელ ჰოსპიტალი; სხივური მედიცინის ცენტრი; თალიზი; მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფო; მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი. საკონტაქტო პირი: კახა მასხარაშვილი – 551501313.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები