საქართველოს მთავარი პროკურორი პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად რთველში იმყოფებოდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ჩატარებულ რთველში იმყოფებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ყურძნის მოსავლის დაკრეფასა და ჩაბარებაში დაეხმარნენ.
„საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურორი და პროკურატურის თანამშრომლები, ყოველი წლის შემოდგომაზე დახმარებას უწევენ სოციალურად დაუცველ პირებს, საერთო ძალისხმევით ხდება ყურძნის მოსავლის დაკრეფა და დაბინავება. პროკურატურის მიერ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები