“მთავარია პროდუქცია იყოს ხარისხიანი და საქართველოში წარმოებული, რომელიც მოიზიდავს არა მხოლოდ ტურისტს, ასევე, თბილისის მცხოვრებს”

“მთავარია, რომ პროდუქცია იყოს ხარისხიანი და საქართველოში წარმოებული, რომელიც მოიზიდავს არა მხოლოდ ტურისტს, ასევე, თბილისის მცხოვრებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ორდღიან სამეწარმეო მარკეტზე განაცხადა.
გახარია საკვირაო მარკეტზე პირადად იმყოფებოდა და იქ გამოფენილი ქართული პროდუქცია დაათვალიერა. ”უნდა დავამკვიდროთ ტრადიცია თბილისში, როგორც ყველგან ევროპაში, რომ ეს არის საკვირაო მარკეტი, სადაც პროგრამაში ”აწარმოე საქართველოში” და არა მხოლოდ, მონაწილეები წარმოადგენენ თავის პროდუქციას. მთავარია, რომ პროდუქცია იყოს ხარისხიანი და საქართველოში წარმოებული, რომელიც მოიზიდავს არა მხოლოდ ტურისტს, ასევე, თბილისის მცხოვრებს.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი და მონაწილეობა მიიღეს ”აწარმოე საქართველოს” პროგრამაში და მიიღეს ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქტი, ერთი მხრივ, მომხმარებელთან მივიყვანოთ მარტივად და მეორე მხრივ, ის მოთხოვნა, რომელსაც აგენერირებს ტურიზმი საქართველოში, ეს მოთხოვნაც დავაკმაყოფილოთ. რა თქმა უნდა, თბილისელებსაც უნდა მივცეთ საშუალება, გაეცნონ იმ პროდუქციას, რომელსაც ეს მეწარმეები აწარმოებენ, რადგან ეს პროდუქცია არის ქართული, კონკურენტუნარიანი და ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად გავეცნოთ ამ პროდუქტს და ვიყოთ ამაყი, რომ ქართველები აწარმოებენ ხარისხიან, კარგ პროდუქტს”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები