დუისში სახალხო დღესასწაული ,,პანკისობა-2017“ მიმდინარეობს

პანკისის ხეობის სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე დღეს სახალხო დღესასწაული ,,პანკისობა-2017,, მიმდინარეობს.
დღესვე, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. ამასთან, მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული ყველისა და თაფლის ნაირსახეობის გამოფენა. სპეციალურად აგებულ პავილიონებში სხვადასხვა სამინისტროების მიერ წარმოდგენილია საქმიანობის ამსახველი გამოფენები.
სახალხო ზეიმზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. “პანკისობა- 2017”-ს ანსამბლ “ერისიონის” კონცერტი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები