გიორგი გახარია: ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ძალა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩინური კომპანიისთვის მიყიდვის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ჩინელები ზოგადად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან. მისივე თქმით, ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი დრაივერი.
გახარიას ინფორმაციით, სავალდებულო ინვესტირება 150 მილიონი დოლარია. “დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს. ვალდებულებები არის ბევრად უფრო მკაფიოდ და გააზრებულად სტრუქტურიზებული.
ჩინელები, საერთოდ, არიან თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები. სულ სხვა რეალობა გვაქვს დღეს. დღეს არის უკვე სხვადასხვა სახის გაუმჯობესება. მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები გვაქვს უკვე ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასეთ თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმებს ვავითარებთ სხვა ქვეყნებთანაც. ანაკლიის პორტი გვაქვს, როგორც მიზანი და ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი დრაივერი.
პირველი 3 წლის განმავლობაში, ეს უნდა იყოს 60 მილიონი დოლარი, შემდგომ დანარჩენი და რაც მთავარია, ვალდებულება არის, რომ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში უნდა შეიქმნას ინდუსტრიული წარმოებები, რომლებიც იმუშავებენ ძირითადად, იმ დიდ ბაზრებზე, რომლებთანაც საქართველოს აქვს მარტივი წვდომა. რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირი, ჩვენი რეგიონის ბაზრები და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია “CEFC China Energy Company Limited”-ი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები