გიორგი ბირბიჩაძემ ვაკის რაიონში დასუფთავების აქცია გამართა (ვიდეო)

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის N 03 ოლქის (ვაჟა-ფშაველას კვარტლები და ნუცუბიძის ფერდობი) მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბირბიჩაძემ დასუფთავების აქცია გამართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, მონაწილეობა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმაც მიიღეს. ღონისძიების მიზანი, ბუნების ნარჩენების გარეშე შენარჩუნება, ასევე, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება იყო.
გიორგი ბირბიჩაძის თქმით, ქალაქის დასუფთავებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დედაქალაქის სისუფთავესა და გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. “დედაქალაქის სისუფთავეზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. პირველ რიგში, არ უნდა დავანაგვიანოთ ქუჩები და მეორე მხრივ, აქტიურად უნდა ჩავერთოთ გარემოსდაცვით საკითხებში, შევინარჩუნოთ გარემო ნარჩენების გარეშე.სწორედ ამიტომ, დღეს მე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად, მივიღე მონაწილეობა დასუფთავების აქციაში – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ.
ჩვენ ვგეგმავთ, რომ მსგავსი აქციები ვაკის რაიონში სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც გავმართოთ. ქალაქისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმის კეთება თითოეული მოქალაქის ვალია”, – აღნიშნა ვაკის N 03 ოლქის (ვაჟა-ფშაველას კვარტლები და ნუცუბიძის ფერდობი) მაჟორიტარობის კანდიდატმა.

https://www.youtube.com/watch?v=pX3QtNXzSEo&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები