შსს-ს მეხანძრე-მაშველებს „დინამო არენაზე“ ოვაციით შეხვდნენ

თბილისში, „დინამო არენაზე“, მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მატჩის დაწყებამდე, მოედანზე შეკრებილმა საზოგადოებამ გამოჩენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გულშემატკივრები და შეხვედრის მონაწილეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებს ტაშით შეეგებნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები