რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ქალაქ რუსთავს კიდევ ერთი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება.  მე-10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად, არსებული შენობის დემონტაჟი  და ავარიული შენობის ადგილას ახალი, ორსართულიანი ბაღის მშენებლობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზე და 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, რომელიც გათბობით, ვენტილაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით აღიჭურვება. ნოემბრიდან ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე ფინანსდება.

ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის რეგიონში 5 საბავშვო ბაღი შენდება, 24-ს კი რეაბილიტაცია უტარდება, რისთვისაც, ჯამში, 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები