ეროვნულ სასახლეში ედუარდ კურტისის გამოფენა გაიმართა

ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში ცნობილი ფოტოგრაფის და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის​​გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ედუარდ კურტისის მიერ გადაღებული ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ფოტოებია წარმოდგენილი. გამოფენამ მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ეროვნულის სასახლის ინფორმაციით, 29 სექტემბერს, 16 საათზე, გამოფენა ერთდროულად საქართველოს ყველა ამერიკულ კუთხეში გაიხსნა. გამოფენა შესავალი სიტყვით აბრეშუმის მუზეუმის კურატორმა, სალომე ფაჩუაშვილმა გახსნა, რომელიც საელჩოს iSpace-იდან webchat-ის საშუალებით, სხვადასხვა კუთხეს დაუკავშირდა. პროგრამის მონაწილეებს ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი, პრეს ატაშე ერინ ჯერეთი და კულტურის ატაშე დემიან ვამპლერი მიესალმნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებამ, ქართული მუზეუმების ხელშეწყობის მიზნით, მუზეუმის ქართველი თანამშრომლების ტრენინგი ამერიკაში და ედუარდ კურტისის გამოფენა საქართველოში დააფინანსა, რომელიც ერთობლივად საქართველოს ეროვნულ, აბრეშუმის და კინოსა და თეატრისა მუზეუმებში 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე გაიმართება. გამოფენა ქართველმა კურატორებმა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მოაწყვეს.
გამოფენაზე ედუარდ კურტისის მიერ გადაღებული ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ფოტოებია წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები