სოფელ დუისში „პანკისობა 2017“ გაიმართება

დღეს, სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე „პანკისობა 2017“ ჩატარდება. საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოეწყობა სპეციალური კუთხეები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კი პრესტური ჩატარდება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კუთხე: ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი; „კახეთის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ – პროექტის პრეზენტაცია; სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის ,,ვაინახური ზღაპრები” პრეზენტაცია – ავტორი მექა ხანგოშვილი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კუთხე: პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, კოქტეილები; მზარეული კონდიტერი / ქარვინგის ფიგურები; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი, ჩურჩხელის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კუთხე: ექსპრეს ლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრედიენტების გაზომვა, ხმაურის დონის და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა; ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკოგაკვეთილები; ,,წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; ,,საბავშვო კუთხე”;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხე: წარმოდგენილი იქნება მობილური ექსტენციის ტრანსპორტი, სადაც იქნება 3 სპეციალისტი მესაქონლეობის, მეფუტკრეობის დარგებში. დარიგდება ბუკლეტები სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ; ფერმერები კოოპერატივიდან გააკეთებენ პროდუქციის პრეზენტაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთხე: პროგრამა ,,უსაფრთხო ქალაქი”; წარმოდგენილი იქნება საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, 112 ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE; სახანძრო ; გდდ; აკადემია; ტირი; ექსპერტ კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.
თავდაცვის აკადემია: წარმოდგენილი იქნება ბანერი და აკადემიის ორი სტუდენტი, რომლებიც გააკეთებენ აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ პრეზენტაციას და დაარიგებენ სარეკლამო ბუკლეტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები