დავით უსუფაშვილი ბუქარესტის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

„შენების მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ბუქარესტის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა. მოხსენება, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში, საქართველოს ადგილსა და როლს ეხებოდა.

უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას გახდეს უსაფრთხოების ევროატლანტიკური სისტემის სრულფასოვანი მონაწილე და ამით, ერთი მხრივ, დაიცვას ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და, მეორე მხრივ, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

„შენების მოძრაობის” ლიდერმა ისაუბრა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის სფეროში. მისი განცხადებით, ფოთი-კონსტანცას საზღვაო სატრანსპორტო ხაზის განვითარება ევრაზიული თანამშრომლის საკვანძო რგოლად იკვეთება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის, ნატოს, აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები, დიპლომატები და ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები