ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინის პრეზიდენტს შეხვდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინის პრეზიდენტს მაურისიო მარკის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინის პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილს მიულოცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს ელჩმა მაურისიო მარკის გააცნო ორგანიზაციაში მუშაობის პრიორიტეტები და ამ მიმართულებით განიხილა არგენტინასთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ესპანეთის სამეფოში შეხვედრები გამართა ასევე არგენტინის ტურიზმის მინისტრთან და ბუენოს-აირესის ტურიზმის ხელმძღვანელთან.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინას მენდოსაში ღვინის გლობალური ტურიზმის კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს.
საქართველოს ელჩი დღეს კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინაში ვიზიტის შემდეგ ურუგვაის ესტუმრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები ურუგვაის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები