დაპირისპირება საკრებულოში – „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს დარბაზი დაატოვებინეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან დაცვამ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები გაიყვანა.
საკრებულოში ერთმანეთს ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ დაუპირისპირდნენ.
სხდომის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საკრებულოს სხდომა შეწყვეტილი იყო.
დაძაბულობის განეიტრალებას თბილისის საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თუმცა, მოგვიანებით ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა.
პარტიის ლიდერების თქმით, არ დაუშვებენ, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები