„საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტთან შეხვედრაზე კვლავ მოლოდინის რეჟიმშია“

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ პრეზიდენტთან შეხვედრაზე კვლავ მოლოდინის რეჟიმშია და შეხვედრის კონკრეტული დროსა და ადგილის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის ჰქონდა საშუალება უმრავლესობასთან ერთად მონაწილეობა მიეღო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. „ველოდებით და ჩვენ გვაქვს მობილიზება, რომ თუ მას სურვილი აქვს შეხვედრას დავესწროთ აუცილებლად, ოღონდ ეს შეხვედრა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი და არა მხოლოდ პიარკამპანიაზე გათვლილი. პრეზიდენტს მივეცით საშუალება გამოესწორებინა მთელი ამ ხნის განმავლობაში დაშვებული ხარვეზები და მონაწილეობა მიეღო ჩვენთან ერთად იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია. თუმცა, მან ეს გამოიყენა კიდევ ერთი პიარკამპანიის დასაწყებად, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები