კახა კალაძე თბილისში დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩის მონაწილეებს მადლობას უხდის (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე თბილისში დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩის მონაწილეებს მადლობას უხდის. როგორც კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, დღეს 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ საინტერესო შეხვედრა გაიმართება.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო-საფეხბურთო მატჩი გაიმართება, სადაც ჩვენი მეგობრები ჩამოდიან. შეხვედრით უამრავი ადამიანი და გულშემატკივარია დაინტერესებული. მინდა, ყველა ჩემ თანაგუნდელს ჩამოსვლისთვის მადლობა გადავუხადო. ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება იმის გათვალისწინებითაც, რომ საქველმოქმედო თამაშია. დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს იმ საინტერესო ვარსკვლავებთან შეხვედრით, ვისაც წლების განმავლობაში გულშემატკივრობდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დღეს „დინამო არენაზე“, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა სახელწოდებით – „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ 21:00 საათზე დაიწყება.
საქველმოქმედო მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ხანძრის შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყის ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები