ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია ვითარდება

სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით წარმოების მხრივ, სამცხე-ჯავახეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონია, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით წარმოების მხრივ, სამცხე-ჯავახეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონია, სადაც რამდენიმე აგრარული დარგი კარგად განვითარებული და წარმატებულია. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში აქტიურად ვითარდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია. არაერთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი წარმატებით საქმიანობს. საუკეთესო შედეგები გვაქვს მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში. კოოპერაციის წარმატებული მაგალითია „მთის გემო“, რომელიც უკვე 50-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ოთხასზე მეტია, წარმოებული ყველი და რძის პროდუქტი კი მაღალი ხარისხისაა. 

ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია ვითარდება და წევრთა რაოდენობა იზრდება, რადგან ფერმერებმა დაინახეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით უკეთეს შედეგს აღწევენ და მეტ სარგებელს იღებენ. კოოპერატივების ფარგლებში, ადამიანებმა გადამამუშავებელ საწარმოში შექმნეს დამატებითი ღირებულებები, გააუმჯობესეს ცხოველთა ჯიშები. წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არის კარგი მაგალითი სხვებისთვის, რომ ისინიც გაერთიანდნენ და მეტი დოვლათი შექმნან.
ვფიქრობ, სამცხე-ჯავახეთში სოფლის მეურნეობა წამყვანი მიმართულებაა, რომლის განვითარებაც, თავის მხრივ, კეთილდღეობას მოუტანს რეგიონს. კოოპერაცია კი არის საფუძველი იმისა, რომ ფერმერისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა წარმატებული იქნება”, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები