მიშა კორძახია: სამწუხაროდ, მუშაობის დროს გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი ქვეყანაში თითქმის 200-მდე გაიზარდა

ახალი ორგანოები, რომ რამეს გამოასწორებენ ეს არის ილუზია, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დამსაქმებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, მიშა კორძახიამ განაცხადა. კორძახია იმ სტატისტიკაზე საუბრობს, რომელმაც ბოლო პერიოდში, მისივე განმარტებით, სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. კორძახია თვლის, რომ ახალი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა არაეფექტური იქნება.
„სამწუხაროდ, მუშაობის დროს გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვმა ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. დასაქმების დროს გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 200-მდე ადის. ჩვენი ინიციატივით, გუშინ გაიმართა კონფერენცია. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ აუცილებელია განისაზღვროს ის დამატებითი მექანიზმები, რომელიც მთლიანად გამორიცხავს უბედურ შემთხვევებს. არსებობს დღეს კანონმდებლობა და სტრუქტურა. ჩვენ სახეზე გვაქვს ორი სტრუქტურა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებაზე.
ამ ნაწილში მე ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მათი როლი. არის კიდევ შრომის ინსპექციის ჩამოყალიბების იდეაც. ახალი ორგანიზაციის შექმნა კი, მე ვფიქრობ, რომ არაეფექტური იქნება”, – განაცხადა მიშა კორძახიამ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები