შიო ხეცურიანი კალათბურთის ჩემპიონატის მსაჯებს შეხვდა

საქართველოს კალათბურთის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი შეხვედრებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაგრძობს. მორიგი შეხვედრა საქართველოში არსებულ სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლებთან შედგა.
შეხვედრისას მხარეებმა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პრობლემების მოგვარების ძირითადი გზები განიხილეს. ხეცურიანმა მსაჯებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია გააცნო. პროცესში, მთავარი აქცენტი მსაჯობის მიმართულებაზე, ამ კონტინგენტში აუცილებელი პროგრესირების თემებზე გაკეთდა. „მსაჯები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც კალათბურთში, ასევე სპორტის ნებისმიერ სახეობაში.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აქტიურად დგას მსაჯობის პრობლემა. სტრატეგიის მომზადების პერიოდში არაერთი შეხვედრა გავმართეთ კალათბურთში ჩართულ ხალხთან და ფაქტობრივად, ყველამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მსაჯები დაასახელა. ძირითადი მიზეზი მსაჯების რაოდენობა და მონიტორინგის არქონაა. ორივე ფაქტორი გათვალისწინებულია ჩვენს 10-წლიან სტრატეგიაში. აღნიშნულზე და სხვა პრობლემებზე ვისაუბრეთ მსაჯებთან.
მათი ჩართულობა აუცილებელი იქნება ჩვენი დასახული მიზნების მისაღწევად“,-აღნიშნა შიო ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები